ცნობილია, რა ეღირება Justin Timberlake-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები.
ინფორმაცია სულ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა.
„გაეცანი ბილეთების საფასო კატეგორიებს და შეთავაზებებს
ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება TKT.ge/JT-ზე. თუმცა Starring Georgia-ს მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლოთ Pre Sale-ით ერთი დღით ადრე, 7 აპრილს 12:00 საათიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მსოფლიო სუპერვარსკვლავი Justin Timberlake, Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეწვევა. პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 23 ივლისს „დინამო არენაზე“ გამართავს.