„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ხვალ, 5 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქ. N68-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 5 აპრილს, 12:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონში: ვარკეთილის 3-ის I მ/რ-ს N 1-12, ჯავახეთის ქ. N68 (სვანების ბაზრობა), N 91 და N 168-184 (ლუწებს)“, - ნათქვამია განცხადებაში.