არალეგიტიმური პრეზიდენტის პრესსამსახურში არ ადასტურებენ „ენმ“-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს, მოსკოვში, აღლუმზე დასწრებას გეგმავს.
„არაფერი მსგავსი არ იგეგმება“, - უთხრეს „პუბლიკას“ ყაველაშვილის პრესსამსახურში.
ინფორმაცია ლევან სანიკიძემ გუშინ გაავრცელა. დღეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.