რუსები უკრაინას 111 დრონით და ბალისტიკური რაკეტით დაესხნენ თავს, დაზარალდა ოთხი ოლქი

რუსები უკრაინას 111 დრონით და ბალისტიკური რაკეტით დაესხნენ თავს, დაზარალდა ოთხი ოლქი

30-03-2025, 15:37 - 2025
1 928
       

რუსებმა 30 მარტის ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით და Shahed-ისა და სხვა ტიპის 111 დრონით მიიტანეს.
 
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 65 დრონი ჩამოაგდეს, 35 კი - დაიკარგა.
 
რუსებმა რაკეტა როსტოვის ოლქიდან დაუშვეს, დრონები კი - მილეროვოდან, კურსკიდან, ბრიანსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან.
 
უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება დადასტურდა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და ცენტრალურ ნაწილში.
 
თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, ოდესის და დონეცკის ოლქები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები