სვეტიცხოველში დაზიანებული სახურავის შეკეთება ამ დრომდე არ დაწყებულა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლებმა სასულიეროო პირებს უთხრეს, რომ ხვალიდან ხარაჩოს მონტაჟი დაიწყება, ამის შემდეგ კი სამხრეთით მდებარე თაღის მოწესრიგება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
„რესტავრატორების ჯგუფი ჩამოვიდა, ბატონი ნიკოლოზ საზუნაშვილის ხელმძღვანელობით. ავიდნენ ზევით - გუმბათზე, დაათვალიერეს. ხვალიდან უნდა დაიწყოს ხარაჩაოების მოტანა-აწყობა. როგორც თავად თქვეს, მალე, ხვალიდან უნდა დაიწყონ სამუშაოები. იოლად არ არის საქმე. სამუშაოები ხვალიდან აუცილებლად უნდა დაიწყოს, რომ წვიმის შემთხვევაში, ისევ არ ჩამოვიდეს წყალი და უფრო დიდი ზიანი არ მიადგეს ტაძარს. ხარაჩოების აწყობას რაღაც დრო უნდა“, - აცხადებს სასულიერო პირი.
სვეტიცხცოველში წყალი 3 დღის წინ ჩავიდა.