კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც 28 აპრილს გაიმართება.
მაკ კარნის განცხადებით, რომელმაც თანამდებობა მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიკავა, მას ესაჭიროება ძლიერი, პოზიტიური მანდატი თანამემამულე კანადელებისგან.
„ჩვენ კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რომ კანადა უფრო უსაფრთხო გავხადოთ“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან წამოწყებულ „სავაჭრო ომსა“ და „ანექსიის საფრთხეებზე“ საუბრისას.