სერბეთის მთავრობა გადადგა, ხოლო პრეზიდენტი ახალი არჩევნების იდეას აჟღერებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სერბეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ იანვრის ბოლოს გამოაცხადა, თუმცა სერბეთის პარლამენტმა ეს კვირების შემდეგ, 19 მარტს დაამტკიცა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტების ფონზე.
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ვუჩევიჩის გადადგომიდან 30 დღეში ახალი მთავრობა თუ არ ჩამოყალიბდება, ის ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავს (სავარაუდოდ ივნისში).