უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვის დაბომბვა დაიწყეს.
მედიის ცნობით, ქალაქის მერი მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლასა და იქ დარჩენას სთხოვს.
წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.