აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.