ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს

23-02-2025, 22:26 - 2025
5 678
       

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.
 
კერძოდ, გერმანული მაუწყებლის ARD-ის ინფორმაციით შედეგები ასეთია:
 

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (CDU - CSU) - 29%; „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) - 19.5%; „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) - 16%; „მწვანეები“ - 13.5%; Die Linke - 8.5%; FDP - 4.9%; BSW - 4.7%.

გერმანიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურა. გერმანული მედია იუწყება ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდულად მაღალი აქტივობის შესახებ. აქტივობამ თითქმის 84% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გდრ-ისა და გფრ-ის გაერთიანების შემდეგ. 2021 წლის ბოლო ფედერალურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 76.4 % იყო

შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები