ბეირუთში ჰასან ნასრალას დაკრძალვის ცერემონია გაიმართა

ბეირუთში ჰასან ნასრალას დაკრძალვის ცერემონია გაიმართა

23-02-2025, 18:56 - 2025
819
       

23 თებერვალს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის გარეუბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტული დაჯგუფების მოკლული ლიდერის, ჰასან ნასრალასა და დაჯგუფების სხვა წევრების დაკრძალვის მასობრივი ცერემონია გაიმართა.
 
ცერემონიას, რომელიც კვირას დილით ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიმართა ათი ათასობით ადამიანი ესწრებოდა.
 
დაკრძალვის ცერემონია ასევე ჰაშემ საფიედინისთვისაც ჩატარდა, რომელიც „ჰეზბოლას“ ლიდერის პოზიციას ნასრალას გარდაცვალების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში იკავებდა. საფიედინი ჯერ კიდევ საჯაროდ ნასრალას მემკვიდრედ გამოცხადებამდე ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა.

Reuters-ის ინფორმაციით, ცერემონიის ოფიციალურად დაწყებამდე კამილ ჩამუნის სახელობის სპორტული ქალაქის სტადიონი, რომელიც 55.000 ადამიანზეა გათვლილი, თითქმის მთლიანად იყო გავსებული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები