ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ინტერვენციაში მონაწილეობა არ მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„თქვენ გაქვთ არჩევანი, არ გაჰყვეთ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს. თქვენ გაქვთ არჩევანი, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ უაზრო ტრაგედიაში უკრაინაში წინააღმდეგ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგანგებო სამიტი გაიმართება, სადაც შემუშავდება ახალი სანქციები, რომელსაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესებენ.