„მინდოდა, დამეჯერებინა, რომ იმდენად მართალი ვიყავი, ამის დანახვა ვინმეს თუ უნდოდა, აუცილებლად დაინახავდა“, - ამის შესახებ მსახიობმა ანა ტყებუჩავამ „ინტერპრესნიუსთან“ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო.
ტყებუჩავას თქმით, სასამართლომ მისი და მსახიობ ბაჩო ქაჯაიას წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარა.
„იმდენად ცალსახა არის სიმართლე და იმდენად ცხვირწინ არის ის, თუ მისი დანახვა გინდა, აუცილებლად დაინახავ. მინდოდა, დამეჯერებინა, რომ იმდენად მართალი ვიყავი, ამის დანახვა ვინმეს თუ უნდოდა, აუცილებლად დაინახავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დაინახეს. მე და ბაჩოს (ქაჯაია) სადამსჯელო ღონისძიება ჩაგვიტარეს და ხუთი ათასლარიანი ჯარიმა დაგვაკისრეს“, - განაცხადა ანა ტყებუჩავამ.