იაპონური ინტერნეტგამოცემა Shūkan Bunshun ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს უტა ივანიშვილსა და იაპონიაში საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ.
თეიმურაზ ლეჟავასთან შეხვედრის ამსახველ ფოტოზე პრორუსი ოლიგარქის შვილის სახე დაფარულია, შეხვედრა კი გამოცემის ინფორმაციით რესტორანში შედგა.
Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - „აქ არ გაეხსნა, იმედი მაქვს გამოგადგება“.
იაპონური ინტერნეტ გამოცემა წერს იმასაც, რომ ივანიშვილმა ტოკიოს ცენტრში ბინა 3.5 მლნ დოლარად შეიძინა. ჟურნალისტებმა სცადეს უტა ივანიშვილთან შეკითხვების დასმა, თუ რას საქმიანობს ის იაპონიაში.
ოლიგარქის ვაჟთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, დიპლომატი სოციალურ ქსელში „იუმორით“ გამოეხმაურა - „მეგონა გაზაფხულის პირველი ნიავი იყო, მაგრამ ბუნშუნის [ინტერნეტგამოცემის სახელწოდება] ტყვია აღმოჩნდა“ - წერს ლეჟავა.