ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მათი ჯარები ამ დროისთვის რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობენ.
ლუკაშენკოს თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ბელორუსიის სამხედრო ძალები უკრაინაში შევა.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი ჯარები იქ არ არიან. მაგრამ თუ ეს საჭირო იქნება, თუ ბელორუსიას და რუსეთს სჭირდება, ისინი იქნებიან", - განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსული კოლონები ჩრდილოეთ უკრაინის ტერიტორიაზე ბელორუსიის მხრიდანაც შევიდა. მოსკოვს ბელორუსიაში რამდენიმე კვირაა ჯარები ჰყავს.