ისაკო დევიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2 000 ლარი და როგორც სამოქალაქო აქტივისტის, ასევე დედამისისა და მისი დის ლეპტოპები წაიღეს.
პოლიციამ ისაკო დევიძე დააკავა. ასევე, ილია ღლონტიც დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები Facebook ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს.