დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა

24-02-2022, 14:59 - 2022
666
       

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა რუსეთის ელჩი დაიბარა.

„ჩვენ დავაწესებთ მკაცრ სანქციებს და გავაერთიანებთ ქვეყნებს უკრაინის მხარდასაჭერად“, - დაწერა ტრასმა „ტვიტერზე“. 

პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებს დღეს მოგვიანებით გამოაცხადებს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები