„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
აღნიშნული გადაწყვეტილება, თეა წულუკიანმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო.
„ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში... ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილებას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს“, - თქვა წულუკიანმა.