სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ქვეყანაში მასშტაბური აქციების გამო, თანამდებობა დატოვა

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ქვეყანაში მასშტაბური აქციების გამო, თანამდებობა დატოვა

28-01-2025, 17:08 - 2025
987
       

სერბეთის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი, ქვეყანაში რამდენიმეთვიანი ანტისამთავრობო აქციების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა.


როგორც ვუჩევიჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი გადადგომა საპროტესტო აქციებით შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად.

„მთავრობამ უნდა აჩვენოს უმაღლესი დონის პასუხისმგებლობა.

იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა აღარ გაიზარდოს, მივიღე გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ახლახან გამოვაცხადე“, - თქვა ვუჩევიჩმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები