ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ ხმების 86.82% მიიღო

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ ხმების 86.82% მიიღო

27-01-2025, 11:13 - 2025
4 808

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა ამომრჩეველთა 86.82%-მა მისცა.


ბელარუსში არჩევნებისთვის 5 325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, თუმცა საარჩევნო უბნები არ გახსნილა საზღვარგარეთ, ხელისუფლებამ ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობის და დიპლომატიური კორპუსის სიმცირით ახსნა, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესებამ და ოპოზიციის პროტესტის ჩახშობამ გამოიწვია. არჩევნების მთავარ დღემდე კი ბელარუსში, 21-დან 25 იანვრამდე, ვადამდელი კენჭისყრა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა იმ ამომრჩევლებმა მიიღეს, ვინც 26 იანვარს საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ შეძლებდა.

არჩევნების წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, ლუკაშენკოს პრეზიდენტობა მეშვიდედ მოუწევს, ის ქვეყნის პირველი და ამ დრომდე ერთადერთი პრეზიდენტია. ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

ალექსანდრ ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში ფორმალურად კიდევ 4 კანდიდატი მონაწილეობდა.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა