NDI: ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა მხოლოდ 27%-ს მოსწონს

NDI: ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა მხოლოდ 27%-ს მოსწონს

27-01-2022, 12:24 - 2022
611
       

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

NDI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 52% მოქმედი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 39% – კარგად, ხოლო 7%-მა არ იცის.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ლიდერებითა და ინსტიტუტებით უკმაყოფილოა, მაგალითად: პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 35% ცუდად აფასებს, 27% კარგად, 27% საშუალოდ, ხოლო 10% პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას 46% აფასებს ცუდად; საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს მოსახლეობის 46%; ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საქმიანობას 35% აფასებს ცუდად;

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები