ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხიც განიხილება. ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განხილვის მთავარი თემა, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება, თუმცა, შესაძლოა, მინისტრებმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც განიხილონ.
„საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად ცვლად ვითარებაზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.