თურქეთში 4 სართულიანი შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში 4 სართულიანი შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

25-01-2025, 15:42 - 2025
5 273

თურქეთში, ქალაქ კონიაში, სელჩუკის რაიონში ბეიშეჰირის ქუჩაზე 4 სართულიანი შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
 
მაშველებმა სამძებრო სამუშაოების დროს 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.  ნანგრევებიდან ამოყვანილია 3 ადამიანი, რომლებიც მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. ამ ეტაპზე ისევ გრძელდება სამძებრო სამაშველო სამუშაოები
 
თურქული მედიის ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 2 პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართების მფლობელი, 2 კი  მაღაზიის მენეჯერია.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა