ტრამპის ბრძანებით, აშშ-მა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა

ტრამპის ბრძანებით, აშშ-მა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა

25-01-2025, 14:34 - 2025
2 030
       

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა.
 

„ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა“, - წერია დეპარტამენტის პრესრელიზში.

ტრამპმა რამდენჯერმე ისაუბრა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევაზე, მათ შორის, ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს. ამავე დღეს პრეზიდენტმა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებასაც მოაწერა ხელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები