აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის სენატმა პიტ ჰეგსეტი პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 51 ხმით 50-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. გადამწყვეტი ხმის მიცემა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს მოუწია.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე Fox News-ის ყოფილი წამყვანისა და არმიის ვეტერანის, პიტ ჰეგსეტის კანდიდატურას მხარი სამმა „რესპუბლიკელმა“, მიჩ მაკკონელმა, ლიზა მურკოვსკიმ და სიუზენ კოლინსმა, არ დაუჭირა.
ჰეგსეტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.