CNN - რუსების 50% მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ უკრაინა ნატოს არ შეუერთდეს, სწორია

CNN - რუსების 50% მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ უკრაინა ნატოს არ შეუერთდეს, სწორია

24-02-2022, 14:05 - 2022
686
       

CNN-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორჯერ მეტი რუსი მიიჩნევს, რომ სწორი იქნებოდა მოსკოვის სამხედრო ძალის გამოყენება, რათა კიევი ნატოს არ შეუერთდეს. 

რუსეთის მოსახლეობის 50%-ის თქმით, ძალის გამოყენება სწორია, 25%-სთვის რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენება არასწორია, ხოლო 25%-ს პასუხი არ აქვს.

„სიენენი“ წერს, რომ ამის მიუხედავად გამოკითხვამ აჩვენა, რომ უფრო მეტი რუსი ფიქრობს, რომ არასწორი იქნებოდა სამხედრო ძალის გამოყენება „რუსეთისა და უკრაინის გაერთიანებისთვის“. 

რუსი მოსახლეობის 43%-ის თქმით,  უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება რუსეთთან შესაერთებლად არასწორი იქნებოდა, ხოლო 36%-მა თქვა, რომ სწორი იქნებოდა. 

უკრაინაში ადამიანების უმეტესობა არ ეთანხმება მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. 10 რესპონდენტიდან შვიდმა თქვა, რომ არასწორი იქნებოდა რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება უკრაინის ნატოში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად ან ორი ქვეყნის გაერთიანებისთვის. 

უკრაინელების უმეტესობა უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მტკიცებას ორშაბათს გამოსვლაში, რომ მათ ქვეყანას არ აქვს ისტორიული საფუძველი და არსებითად საბჭოთა კავშირის ქმნილებაა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები