„სანქციები მოდის“ | გზავნილი აშშ-დან

„სანქციები მოდის“ | გზავნილი აშშ-დან

22-01-2025, 20:42 - 2025
873
       

„ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია... სანქციები მოდის“, - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე და ირაკლი რუხაძის ბიზნეს აქტივების შესახებ სქემას აქვეყნებს.
 

„ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი და ფლობს უამრავ კორუფციულ აქტივს მისი ბოსისთვის, რომელიც საქართველოს ყიდის ჩინეთის კომუნისტურ რესპუბლიკას, ომის დამნაშავე პუტინს და ირანის რეჟიმს. მისი პროპაგანდისტული ჯგუფი, ტელეკომპანია „იმედი“, 24/7 ავრცელებს ამერიკის სიძულვილს. სანქციები მოდის“, - წერს უილსონი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები