ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

18-01-2025, 15:00 - 2025
991
       

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
 
ადგილობრივი მედიის ცნობით, „ჰამასთან“ მიღწეულ შეთანხმებას ისრაელის მთავრობა შვიდი საათის განმავლობაში განიხილავდა.
 
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი 24-მა მინისტრმა დაუჭირა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
 
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში კვირას, 19 იანვარს, ისრაელის დროით 8:30 საათზე (თბილისის დროით 10:30 საათზე) შევა.
 
შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 737 პალესტინელი პატიმარი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები