ირანში უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს

ირანში უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს

18-01-2025, 13:55 - 2025
978
       

თეირანის ცენტრში, იუსტიციის დეპარტამენტის წინ, მოსამართლეებზე თავდასხმა მოხდა.
 
ირანული მედიის ცნობით, მოკლულია ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ერთი კი დაიჭრა. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
 
ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს. მოკლული მოსამართლეები ტერორიზმისა და ჯაშუშობის საქმეებს განიხილავდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები