ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება

17-01-2025, 15:55 - 2025
1 195
       

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება.
 
ამის შესახებ ინფორმაციას მედია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
ორბანი მიწვეული იყო 20 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან ერთად, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში არ გაემგზავრება. ამის ნაცვლად, იმავე დღეს ბუდაპეშტში პრეზენტაციას გამართავს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები