საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები და ე.წ. დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, ასევე გელა სამხარაული აბუ დაბის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, ისნი გამოკითხვაზე არიან.
უწყებაში იმასაც ადასტურებენ, რომ ინციდენტზე მოკვლევა ოფიციალურად არის დაწყებული. მათ აბუ-დაბიდან გასვლა აეკრძალათ.
13 იანვარს აბუ დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.