Reuters: აშშ-მა რუსეთის ნავთობის ფლოტი და მოვაჭრეები დაასანქცირა

Reuters: აშშ-მა რუსეთის ნავთობის ფლოტი და მოვაჭრეები დაასანქცირა

10-01-2025, 22:31 - 2025
2 094
       

აშშ-მა რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები დააწესა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
დოკუმენტის მიხედვით, სანქციებს დაახლოებით 180 გემი, ათობით მოვაჭრე, ორი მსხვილი ნავთობკომპანია და რუსული ნავთობის ინდუსტრიის ზოგიერთი მენეჯერი ექვემდებარება. კერძოდ, ვაშინგტონი სანქციებს უწესებს ორი უმსხვილეს ნავთობკომპანიას - Gazprom Neft-სა და Surgutneftegaz-ს, ასევე მზღვეველებს - Ingosstrakh-სა და Alfastrahovanie-ს, რომლებიც აზღვევენ ინდოეთში რუსული ნავთობის მიმწოდებელი გემების უმეტესობას.
 
გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა ინფორმაციამ პარასკევს ნავთობის მსოფლიო ფასების 3%-ით (დაახლოებით 80 დოლარით) ზრდა გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ სანქციები გამოიწვევს რუსული ნავთობის ექსპორტის სერიოზულ შეფერხებებს მისი მთავარი მყიდველებისთვის - ინდოეთსა და ჩინეთში.
 
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი 12 მარტამდე გარდამავალი პერიოდის არსებობას დაუშვებს, რათა ენერგეტიკასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტრანზაქცია დასრულდეს.
 
მანამდე აშშ-ის სანქციებს ასობით გემმა და რუსი ნავთობით მოვაჭრეების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ თავიდან აიცილა, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იბრძოდა ბალანსის დამყარებისთვის სანქციების გამკაცრების აუცილებლობასა და ნავთობის ფასების გლობალური ზრდის თავიდან აცილებას შორის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები