პუტინი თანამედროვე ჰიტლერია - პოროშენკო

პუტინი თანამედროვე ჰიტლერია - პოროშენკო

24-02-2022, 12:29 - 2022
575
       

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა დეპუტატმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ „დღეს ტრაგიკული დღეა“, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს.

პოროშენკომ უკრაინის პარლამენტთან განცხადება გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „თანამედროვე ჰიტლერს“ შეადარა.

BBC-ის ინფორმაციით, ამ წუთებში უკრაინის პარლამენტში სიტუაცია დაძაბულია და შიგნით უამრავი შეიარაღებული ადამიანია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები