მაკრონი - რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია

მაკრონი - რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია

24-02-2022, 11:54 - 2022
533
       

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის აგრესიას გმობენ. 

მისი თქმით, საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით, პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად მუშაობს.

„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი სამხედრო ოპერაცია. საფრანგეთი სოლიდარობით დგას უკრაინის გვერდით. საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით, მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“, – წერს ემანუელ მაკრონი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები