დღეს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება

დღეს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება

5-01-2025, 05:17 - 2025
1 579
       

დღეს, 5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება.
 
17:00 - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან.
 
19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან.
 
19:00 საათზე - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“
 
19:30 საათზეა დაგეგმილი „კაცების შოუს“ ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე.
 
19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრებისა შეგროვებისა და დარიგების ღონისძიება იქნება.
 
19:00-22:00 - მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად აქცია იქნება ბაზარი ორბელიანზე (ვეკუას 3ა).
 
22:00 საათზე, პარლამენტთან სამედიცინო ნიღბების აქცია იგეგმება.
 
რაც შეეხება რეგიონებს, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე, გაიმართება აქცია სახელწოდებით - „ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!“.
 
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე - „სამშობლოს სამსახურში!“.
 
ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე - „კი ევროპას, არა რუსეთს!“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები