სი ძინფინგმა ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა

სი ძინფინგმა ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა

3-01-2025, 21:00 - 2025
3 145
       

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ე.წ. პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა.
 
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ამჟამად ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიური განვითარების დინამიკას ინარჩუნებს.
 

„მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ, ვიმუშაო პრეზიდენტთან ერთად, რათა გავაგრძელო ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა, გავაღრმაო ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობა, ხელი შევუწყო ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო განვითარებას, რაც უკეთ ემსახურება ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას“, - აღნიშნა სი ძინფინგმა.

 
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ე.წ. პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს. ივანიშვილის წარმომადგენელს აქამდე გაპრეზიდენტება რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა მიულოცა, კერძოდ, ბელარუსის, სერბეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა.
 
ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია, პარლამენტში 29 დეკემბერს გაიმართა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები