პუტინმა ევროპაში ომი დააბრუნა - ევროკომისიის პრეზიდენტი

პუტინმა ევროპაში ომი დააბრუნა - ევროკომისიის პრეზიდენტი

24-02-2022, 11:52 - 2022
489
       

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტის, უკრაინაში ვლადიმერ პუტინის სამხედრო ინტერვენცია დაგმო.

როგორც ლაიენმა აღნიშნა, პუტინმა ევროპაში ომი დააბრუნა.

მანვე დასძინა, რომ მასობრივი სანქციების პაკეტი მოგვიანებით იქნება შემოთავაზებული რუსეთის ეკონომიკური ბაზისა და მისი „მოდერნიზაციის შესაძლებლობების“ შესუსტების მიზნით.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები