რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.
რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც 2007 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები, შეუერთდნენ ბლოკს, რომლის მოქალაქეებსაც მოგზაურობა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეუძლიათ.
ორმა ქვეყანამ სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი ერთმანეთთანაც გააუქმა და შენგენის ზონის წევრობა ფეიერვერკით აღნიშნა სასაზღვრო პუნქტთან, სადაც ბულგარეთისა და რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მდინარე დუნაის მეგობრობის ხიდზე ბარიერი სიმბოლურად გახსნეს.
„ეს ისტორიული მომენტია. სამხრეთში საბერძნეთიდან ჩრდილოეთში, ფინეთამდე და დასავლეთისკენ, პორტუგალიამდე საზღვრების გარეშე მოგზაურობა შეგიძლია“, - თქვა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ გლავჩევმა.