კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, დაიღუპა ორი და დაშავდა 18 ადამიანი

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, დაიღუპა ორი და დაშავდა 18 ადამიანი

3-01-2025, 09:15 - 2025
2 011
       

სამხრეთ კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი კომერციული დანიშნულების შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.
 
ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ერთძრავიანი Van's RV-10-ია. შენობა კი, რომელსაც ის შეეჯახა, ავეჯის საწარმოა.
 
ოფიციალური პირები არ ასახელებენ დამატებით დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ განიცადა თვითმფრინავმა კატასტროფა. უცნობია, ვინ არიან დაღუპული ადამიანები: საწარმოს თანამშრომლები, თუ თვითმფრინავის ბორტზე მყოფები.
 
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები