მონტენეგროში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი მოკლა

მონტენეგროში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი მოკლა

2-01-2025, 21:26 - 2025
1 095
       

მონტენეგროში შეიარაღებულმა პირმა, სულ მცირე, 10 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი, მოკლა და თვითმიყენებული ჭრილობების შედეგად მოკვდა მას შემდეგ, რაც მან თავის მოკვლა სცადა.
 
ოფიციალური პირების თქმით, სროლა მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, დანილო სარანოვიჩის, განცხადებით, 45 წლის თავდამსხმელმა, ალექსანდარ მარტინოვიჩმა, რესტორნის მფლობელი, მისი შვილები და საკუთარი ოჯახის წევრები დახოცა.
 

„როდესაც მან დაინახა, რომ უიმედო სიტუაციაში იყო, თვითმკვლელობა სცადა. იგი ჭრილობებს ადგილზევე არ ემსხვერპლა, არამედ საავადმყოფოში ტრანსპორტირების პროცესში“, - განუცხადა სარანოვიჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

 
პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ცეტინიეს რესტორანში ოთხი ადამიანის მოკვლის შემდეგ, მარტინოვიჩმა სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გადაინაცვლა, სადაც მან კიდევ 6 ადამიანი მოკლა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები