სავიზო შეზღუდვები | გერმანიის გადაწყვეტილება

სავიზო შეზღუდვები | გერმანიის გადაწყვეტილება

31-12-2024, 22:09 - 2024
1 685
       

გერმანიამ 9 პირს, რომლებიც აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები, სავიზო სანქციები დაუწესა.


„დღეს გერმანიამ აუკრძალა ქვეყანაში შესვლა 9 ადამიანს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა - მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობაა.

საქართველოში ვითარება კვლავ შემაშფოთებელია. საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად მოუწოდეს საქართველოს, შეცვალოს კურსი“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები