ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთს ომის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი სცეს.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ქმედებებით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ძალის ასეთი გამოყენების ადგილი 21-ე საუკუნეში ადგილი არ არის“, - განაცხადა ლაიენმა.
შარლ მიშელის განცხადებით, იგეგმება შეხვედრა, სადაც განიხილება აღნიშნული კრიზისი და შემუშავდება ზომები, რუსეთის წინააღმდეგ.
„ევროკავშირის ლიდერები დღეს მოგვიანებით შეხვდებიან, რათა განიხილონ აღნიშნული კრიზისი და მორიგი შემზღუდავი ზომები, რომლებიც რუსეთის მისი ქმედებებისთვის დაუწესებს მასიურ და სერიოზულ საფასურს, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან კოორდინირებით“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.