სოფელ ნახიდურში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია | ადგილზე სპეცრაზმი შეიყვანეს

სოფელ ნახიდურში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია | ადგილზე სპეცრაზმი შეიყვანეს

31-12-2024, 00:26 - 2024
2 135
       

ბოლნისის სოფელ ნახიდურში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს.
 
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ საბრძოლო იარაღი სპეცრაზმის ხელშია.
 
არეულობა მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოავარიას მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა.  Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
 
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ადგილიდან არ წავიდა, ხოლო მოსახლეობა მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. მძღოლმა თავის შეფარება სასწრაფოს მანქანაში სცადა, თუმცა მანქანა მოქალაქეებმა დაამსხვრიეს.
 
ამასთან, მარნეულში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კლინიკა ავერსის მინები ჩაამსხვრიეს. ვითარების განმუხტვას ადგილზე მობილიზებული სასულიერო პირები ცდილობენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები