აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა

აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა

29-12-2024, 21:54 - 2024
671
       

აზერბაიჯანმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა. 
 
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიჰან ჰაჯიზადემა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენის ვადებზე შეზღუდვები გამკაცრდება.
 

„როგორც საგარეო პოლიტიკის ყველა საკითხში, დროებითი დარჩენისა და მიგრაციის საკითხებშიც, აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს პრიორიტეტისა და ორმხრივობის პრინციპებიდან გამომდინარე“, - თქვა ჰაჯიზადემ.

 
შეზღუდვები ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა - ამ ცვლილების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენა, 90 დღის განმავლობაში, 1 წლის პერიოდში ერთხელ შეეძლებათ.
 
შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას 29 ადამიანი გადაურჩა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები