Azerbaijan Airlines-ი რუსეთის შვიდ ქალაქში ფრენებს აჩერებს

Azerbaijan Airlines-ი რუსეთის შვიდ ქალაქში ფრენებს აჩერებს

27-12-2024, 18:45 - 2024
822
       

ყაზახეთში, აქთაუს აეროპორტის მახლობლად თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, რომლის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა, Azerbaijan Airlines-ი  რუსეთის შვიდ ქალაქში 28 დეკემბრიდან ფრენებს აჩერებს.
 
ავიაკომპანიის განცხადებით, ისინი ავიაკატასტროფის გამოძიების პირველად შედეგებს და ფრენის უსაფრთხოების რისკებს ითვალისწინებენ.
 

„25 დეკემბერს Embraer 190-ის ავიაკატასტროფის გამოძიების პირველადი მონაცემების, ასევე ფრენის უსაფრთხოების პოტენციური რისკების გათვალისწინებით, ფრენები მინერალნიე ვოდის, სოჭის, ვოლგოგრადის, უფას, სამარას, გროზნოსა და მაჰაჩყალას მიმართულებით 28 დეკემბრიდან შეჩერდება, საქმის წარმოების საბოლოო დასრულებამდე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, აზერბაიჯანის ავიახაზები კვლავ განახორციელებს ფრენებს რუსეთის ექვს დიდ ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში.
 
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, 38 დაიღუპა, ხოლო 29 გადარჩა. წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები