მოსახლეობა უკრაინის დედაქალაქს ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სურათებზე ჩანს მანქანების ნაკადები, რომლებიც ჩქაროსნულ გზაზე არიან მობილიზებულები და ქალაქის დატოვებას ცდილობენ.
Guardian-ის ჟურნალისტი ლუკ ჰარდინგი Twitter-ზე წერს, რომ ქუჩებში ცოტა ხალხია. მისი ინფორმაციით, ხალხი რიგი დგას სალარო აპარატებთან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.