წინასწარი გამოძიებით, აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო

წინასწარი გამოძიებით, აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო

26-12-2024, 19:15 - 2024
971
       

წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.


ინფორმაცია აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს.

წყაროების თანახმად, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა.

სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ რომ თავდასხმა Pantsir-S-ის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან განხორციელდა. დაზიანებულმა თვითმფრინავმა რუსულ აეროპორტებში დაშვებაზე უარი მიიღო, მიუხედავად პილოტების არაერთი თხოვნისა, რის გამოც მათ კასპიის ზღვის გადაკვეთა და აქთაუში დაშვება მოუხდათ.

ბაქოში დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემა AnewZ აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S-დან გაისროლეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები