BBC - ბელორუსიდან ჯარები უერთდებიან რუსეთის შეტევას

BBC - ბელორუსიდან ჯარები უერთდებიან რუსეთის შეტევას

24-02-2022, 09:50 - 2022
1 393
       

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბელორუსიდან ჯარები უერთდებიან რუსეთის შეტევას, რაც ნიშნავს, რომ შეტევა უკრაინის ჩრდილოეთიდანაც ხორციელდება.

გამოცემა წერს, რომ ბელორუსია, რომელიც უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზეა, დიდი ხანია რუსეთის მოკავშირეა. ანალიტიკოსები ამ ქვეყანას რუსეთის „კლიენტ სახელმწიფოდ“ ახასიათებენ.

ჩრდილოეთიდან თავდასხმას ემატება რუსეთის თავდასხმები უკრაინის აღმოსავლეთით და რუსული ჯარების მოძრაობა სამხრეთით ოდესაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები