უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურა

24-12-2024, 22:53 - 2024
888
       

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვი კამართან ახლოს რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურა, რომელიც ვრემოვის მიმართულებით მოძრაობდა.

„ამ დღეებში, ნოვი კამართან სიახლოვეს, ოკუპანტებმა ჩვენი ჯარისკაცების პოზიციების მიმართულებით ჯავშანტექნიკის კოლონით იერიში სცადეს. ისინი შეტევაზე სამი ტანკით და ჯარისკაცებით დატვირთული ჯავშანტრანსპორტიორით წავიდნენ. მსგავსი უტიფარი შეტევები ამ მიმართულებაზე პირველი არ არის, შესაბამისად უკრაინელ სამხედროებს ასეთი შეტევებისთვის სტრატეგია უკვე შემუშავებული აქვს“, - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული სამხედრო დაჯგუფება „ხორტიცა“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები