ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ და მოკავშირეები რუსეთს აგრესიის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს დააწესებენ.
ბაიდენი ამბობს, რომ მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკითან საუბრისას დაგმო რუსეთის თავდასხმა და მას „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი“ უწოდა.
„ზელენსკიმ მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ და დადგეს უკრაინის ხალხის გვერდით“, - დასძენს ბაიდენი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.